10 პარალელი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- Professions Hub
- Jan 30, 2022
- 1 min read

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მხატვრული ანალიზის წერისას მნიშვნელოვანია,აპლიკანტმა მოცემულ საკითხის მიმართ ზოგადი ცოდნა და წიგნიერება გამოავლინოს,შეფასების კომპონენტში კი არსებობს სპეციალური გრაფა,რომელიც აბიტურიენტის ზოგად განათლებას საკმაოდ მაღალი ქულით აფასებს.
სწორედ ამიტომ,მნიშვნელოვანია, ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას პარალელები გავავლოთ მსგავსი იდეის,თემატიკის,ეპოქის ან სხვა ნიშნით ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა ნაწარმოებთან და ავტორთან.
მოცემულ სტატიაში კი სწორედ ასეთ 10 პარალელს შემოგთავაზებთ.
თუკი მოგიწევთ,რომ იმსჯელოთ იმ ნაწარმოებების შესახებ,რომელშიც აღმზრდელის მიერ შვილის მკვლელობის ფაქტია განხილული,აუცილებლად გაიხსენეთ ქვემოთ ჩამოთვლილი 4 ნაწარმოები:
1. ,,ხევისბერი გოჩა“-ალექსანდრე ყაზბეგი
2. ,,ტარას ბულბა“- ნიკოლაი გოგოლი
3. ,,მატეო ფალკონე“-პროსპერ მერიმე
4. ,,გამზრდელი“-აკაკი წერეთელი
თუკი მხატვრული ანალიზის წერისას მედროვე ადამიანებზე მოგიწევთ მსჯელობა,აუცილებლად გაიხსენეთ შემდეგი ნაწარმოებები:
1. ,,ჯაყოს ხიზნები“-მიხეილ ჯავახიშვილი
2. ,,ყვარყვარე თუთაბერი“-პოლიკირპე კაკაბაძე
3. ,,სამნი ბრმანი“-სულხან-საბა ორბელიანი
ხიდჩატეხილობაზე საუბრისას არასდროს დაგავიწყდეთ გაავლოთ პარალელები შემდეგ ნაწარმოებებს შორის:
1. ,,მგზავრის წერილები“-ილია ჭავჭავაძე
2. ,,ოთარაანთ ქვრივი“-ილია ჭავჭავაძე
3. ,,სარჩობელაზედ“-ილია ჭავჭავაძე
წარმავლობა და წუთისოფლის ამაოება:
1. ,,დავითიანი“-დავით გურამიშვილი
2. ,,გოგჩა“-ალექსანდრე ჭავჭავაძე
3. ,,ფიქრნი მტკვირს პირას“-ნიკოლოზ ბარათაშვილი
4. ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“-გრიგოლ ორბელიანი
სულისა და ხორცის ჭიდილი
1. ,,ხევისბერი გოჩა“-ალექსანდრე ყაზბეგი
2. ,,დიდოსტატის მარჯვენა“-გამსახურდია (ა)
3. ,განდეგილი“-ილია ჭავჭავაძე
4. ,,გამზრდელი“-აკაკი წერეთელი
პოეზიის და მწერლის კალმის ძალა,რეალიზმი და ხალხის გამოღვიძება მიზნად გვხვდება შემდეგ ავტორებთან
· ,,ჩემო კალამო“-ილია
· „პოეტი“-ილია
ცა მნიშნავს და ერი მზრდის ზეციერი მიწიერსა,
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა
· ,,მეწყერი“-ტიციან ტაბიძე
,,მე არ ვწერ ლექსებს...ლექსი თვითონ მწერს,
· ,,პოეტი“- პაულო იაშვილი
ლექსო,გულიდან ხორცად რომ ხარ ამონატანი“
· ,,დავითიანი“-დავით გურამიშვილი
,,ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“.
თემის/საზოგადოებისა და ცალკეული ინდივიდის დაპირისპირება
1. ,,ალუდა ქეთელაური“-ვაჟა ფშაველა
2. ,,სტუმარ-მასპინძელი“-ვაჟა ფშაველა
3. ,,იგი“- ჯემალ ქარჩხაძე
4. „ნატვრის ხე“- გიორგი ლეონიძე
მეგობრობის თემა
1. ,,ვეფხისტყაოსანი“ - შოთა რუსთაველი
2. „ჰაკი აძბა“ - ლეო ქიაჩელი
3. „გამზრდელი“ - აკაკი წერეთელი
Comments