გამეორების ტექნიკის როლი ინფორმაციის მარტივად ათვისების პროცესში
- Professions Hub
- Jan 30, 2022
- 2 min read

ყოველდღიურად ადამიანის ტვინი უამრავ ინფორმაციას ისმენს, აანალიზებს და შთანთქავს, თუმცა ცხადია,ამ ინფორმაციის უწყვეტ ნაკადში უამრავ უსარგებლო ინფორმაციასაც ვხვდებით.
ჩვენს გონებაში მონაცემები ხარისხდება და ავტომატურად იფილტრება ის ინფორმაციები,რომლებიც საჭირო არ არის,რასაკვირველია,ეს ეხება სკოლის მოსწავლეებსაც,რომელთა გონებაც განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს და ყოველდღიურ რეჟიმში უამრავ ინფორმაციას იღებს.
საინტერესოა,თუ ჩვენი ინფორმაციის დიდი ნაწილი გვავიწყდება,მაშინ, რეალურად რამდენი გვახსოვს?
რა უნდა მოვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში,თუ ახლადშესწავლილი მასალა მალევე გვავიწყდება?
რა ბერკეტები არსებობს ხანგრძლივი მეხსიერების განსავითარებლად?
„გამეორება ცოდნის დედაა“
ჩვენთვის ნაცნობი ეს ფრაზა სრულიად ჭეშმარიტია,განმეორება და მის ჩვევაში დანერგვა მნიშვნელოვნად ეხმარება გონებას პირველადი მასალის განმტკიცება და კარგად ათვისება შეძლოს.
განმეორების შედეგად შესწავლილი მასალის დავიწყება გონებისთვის ბევრად უფრო რთული ხდება, ადამიანთა უმრავლესობამ თეორიულად იცის გადამეორების საჭიროება,თუმცა ისინი იშვიათად თუ მუშაობენ საკმარისად რევიზიისა და ცოდნის აღდგენის მიმართულებით.
ეფექტური გრაფიკი შესწავლილი მასალის გადასამეორებლად კი შემდგნეირად გამოიყურება:
პირველი გამეორება - ერთი დღის განმავლობაში
მეორე გამეორება - რამდენიმე დღის შემდეგ
მესამე გამეორება - ერთი კვირის შემდეგ
მეოთხე გამეორება - ერთი თვის შემდეგ
მეხუთე გამეორება - რამდენიმე თვის შემდეგ
შედეგად,თუ ხუთ გამეორებას სწორად გააკეთებთ, სამუდამოდ გემახსოვრებათ ინფორმაციის 95%.
როდესაც მოსწავლეები სკოლიდან სახლში ბრუნდებიან, მათ ნამდვილად არ სურთ გადახედონ დღის განმავლობაში შესწავლილი მასალას, მანამ სანამ ვალდებულები არ იქნებიან შეეჭიდონ მათ საშიანო დავალების შესრულების პროცესში.
ეს არის პირველი შეცდომა - საჭიროა მიიღოთ სრული სარგებელი პირველი ინტერვალით გამეორებით, რადგან მისი გადავადება დაკარგავს ეფექტურობის ხარისხს.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?
შეგიძლია არგანსაზღვრო ზუსტიპრაქტიკული დროყველაფრისთვის, რისსწავლას ცდილობთ,თუმცა, მთავარიაშეძლოთ განმეორებების სერიის დაწყებაადრეულ ეტაპზე.
გადახედეთ ჩანაწერებს ყოველდღე სკოლისშემდეგ
ყოველ შაბათ-კვირას გადახედეთგანვლილი სრულისკვირის მასალასდა გამოსცადეთ საკუთარი თავი.
ახალი თემის სწავლისას, პარალელურად გადახედეთ წინა თემების ჩანისვნებსა და შედარებით ნაკლებად ათვისებული ინფორმაციისკენ მიმართეთ თქვენი გონება.
ცხადია,ამ მეთოდისგან თავის ასარიდებლად სკოლის მოსწავლეები ხშირად იმიზეზებენ,რომ არ აქვთ საკმარისი დრო განვლილი მასალის გადასამეორებლად,მაგრამ,დაფიქრდით,რომელია უკეთესი- სკოლიდან დაბრუნდების შემდეგ 15 წუთი დაუთმოთ რაღაცის განხილვას, რაც თქვენს გონებისთვის ახალია თუ უგულებელყოთ ის და ერთი საათის შემდეგ ვალდებული გახდეთ ხელახლა ისწავლოთ?
გარდა ამისა, თუ პირველად რაღაცის გადახედვისათვის 15 წუთი დაგჭირდებათ, მეორედ შეიძლება დაგჭირდეთ მხოლოდ 5 წუთი, რადგან თქვენი ინფორმაცია თქვენს ტვინში უფრო ორგანიზებული და გადახარისხებული სახით რჩება.
მეხსიერება და მისი აღდგენის ტექნიკები არ არის ჭეშმარიტად განსაზღვრული უტყუარი მეცნიერება,ამიტომ საჭიროა გამოწრთვნათ ის,რათა თქვენთვის სასურველი შედეგის მიღება შეძლოთ,ამ სტატიაში განხილული მიდგომით კითქვენ მიერ შესწავლილი მასალის ეფექტურობა 95%-ითგაიზრდება.
ამიტომ,დროა,გამეორების ტექნიკები თქვენს ყოველდღიურობაში დანერგოთ და ჩვევის სახე მისცეთ.
Comments